Friday, June 27, 2014

მესამე დღე.


ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.
გეგმაში დავწერე თემის შინაარსი;
შევადგინე საგნობრივი ჩარჩო;
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ჩავწერე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები;


შევიტანეთ პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი მიზნები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ;

Wednesday, June 25, 2014

მეორე დღე

1. ვიმუშავე ბუკლეტის ჩეკლისტზე;
2. შევქმენი ბუკლეტი პროექტისათვის:
3. ჯერჯერობით შევარჩიე საპროექტო თემა;
4. დავრეგისტრირდი ბლოგზე;
1.      მოსწავლეები მოიძიებენ  და მეტს  გაიგებენ გადაშენებული ცხოველების შესახებ.
2.      შეადარებენ ერთმანეთს ახლანდელ ცხოველებს  და გადაშენებულ ცხოველებს, როგორც ვიზუალურად ასევე ცხოვრების სტილითა და კვებით.
3.      მოძიებული მასალებით გააკეთებენ სლაიდ შოუებს, დიაგრამებს.
4.      1. მოვახდენ მოსწავლეთა პროვოცირებას, გავუღვიძებ ინტერესს .
2.მივცემ მითითებას თუ სად მოიძიონ მასალები.
3. შევქმნი ჯგუფებს, გავუნაწილებ როლებს (სამუშაოს).
ა) ერთი მოიძიებს სურათებს;
ბ) მეორე ინფორმაციას:
გ) მესამე დახატავს:
დ) მეოთხე გამოძერწავს:
ე) მეხუთე შეადარებს ერთმანეთს ახლანდელ და გადაშენებულ ცხოველებს, ვენის დიაგრამის გამოყენებით.
ვ) მეექვსე შექმნის სლაიდ შოუს:
ზ) მეშვიდე შექმნის კედლის გაზეთს, სადაც გამოიყენებს მისი მეგობრების მიერ მოძიებულ მასალებს;
თ) ერთი მოსწავლე იქნება „ნორჩი ჟურნალისტი“ რომელიც დააფიქსირებს და სტატიას დაწერს ექსკურსიებზე ნანახის შესახებ;
ი)ერთერთი კი იქნება ფოტოგრაფი რომელიც გადაიღებს სურათებს: მოსწავლეები მუშაობის პროცესში, ექსკურსიაზე ნანახს;
5.    მოსწავლეებს წავიყვან ზოოპარკში სადაც გადაშენებული ცხოველების, ვიზუალურად მსგავს ცხოველებს დააკვირდებიან.
6.    წავიყვან მუზეუმში, სადაც „მამოტის“ ჩონჩხს ვაჩვენებ.
7.    წავიყვან სათაფლიაში სადაც მოსწავლეები დინოზავრის ნაკვალებს ნახავენ.
8.    მივუთითებ დროს.

9.    პრეზებტაციის შემდეგ კლასში მოვაწყობ გამოფენას.